• Geo
  • Eng
02.06.2024
19 წლამდელების ფრე და დუბლების მარცხი

საქართველოს 19 წლამდე ჩემპიონატში დინამოელებმა, მე-13 ტურის მატჩში უშუალო კონკურენტ იბერიას უმასპინძლეს. უხვგოლიანი შეხვედრა საბოლოოდ ფრედ 3-3 დასრულდა. გოლები იბერიელთა კარში ლუკა შაშიაშვილმა, ლევან ნაჭყებიამ და იუსიბ მეხტიევმა გაიტანეს. ყაიმის შემდეგ ორივე გუნდმა 27-27 ქულა დააგროვა, დინამოელები კი უკეთესი ბურთების სხვაობით პირველ ადგილზე იმყოფებიან და ლოკომოტივის ბათუმში გასვლითი შეხვედრის ანგარიშს დაელოდებიან. მომდევნო შეხვდრას ვასილ გეგუჩაძის გუნდი 8 ივნისს საგურამოში, ასევე უშუალო კონკურენტ ლოკომოტივთან ჩაატარებს.

 

U19 დინამო: საური, სადღობელაშვილი, შაშიაშვილი, ხუციშვილი, ოდიკაძე, ტკალია, ფეიქრიშვილი, მაშავა, ჩიქოვანი, მეხტიევი

სათადარიგო სკამი: ღაღვაშვილი, დიაკონიძე, ბურდიაშვილი, საჯაია, ქართველიშვილი, ელისაშვილი, დანელია, ნაჭყებია, კაპანაძე

 

დინამო-2 სართიჭალას ესტუმრა და ლიგა 2-ის მე-16 ტურში არაგვს დაუპირისპირდა. ეს შეხვედრაც უხვგოლიანი გამოდგა, თუმცა საბოლოოდ 2-3 დედაქალაქელთა მარცხით დასრულდა. ანგარიში მასპინძლებმა პირველი ტაიმის ბოლოს თენგიზ ბრეგვაძის ზუსტი დარტყმულით გახსნეს. გიორგი გვიშიანმა მეორე ტაიმის დებიუტშივე უპასუხა შედეგიანი დარტყმით 1-1. მატჩის 61-ე წუთზე გიორგი ვასაძემ ისევ მასპინძლები გაიყვანა წინ, რასაც 77-ე წუთზე დავით გოცირიძის გოლი მოჰყვა და სხვაობა ისევ აღდგა. თენგიზ ბრეგვაძემ ორიოდე წუთში დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში 3-2 დააფიქსირა. დინამო 27 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე დარჩა და პირველადგილოსან რუსთავს ერთი გამარჯვებით ჩამორჩება. ვალერი გაგუას გუნდი მომდევნო მატჩს, უკვე საზაფხულო პაუზის შემდეგ 31 ივლისს, ასევე სართიჭალაში, ადგილობრივ შტურმთან ჩაატარებს.

 

მატჩის ოქმი და ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024