• Geo
  • Eng
01.06.2024
დინამომ 750-ე მატჩი მოიგო

დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მეორე წრის ბოლო ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამომ გაგრას უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა მეტოქე. თავად მატჩი დედაქალაქელთა უპირატესობით წარიმართა. თბილისელებს ბოლო 4 ტური მოგება არ  ჰქონდათ და დიდი ძალებით უტევდნენ მეტოქეს. პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, მეორე ნახევრის სტარტზე კი გიორგი მოისწრაფიშვილის მოწოდებულ კუთხურს დომინიკ საიმონი გამოეხმაურა და ზუსტი თავურით გახსნა ანგარიში. საბოლოო წერტილი კი მატჩისთვის კომპენსირებულ პერიოდში ვახო სალიამ სოლო რეიდით დასვა 2-0. ეს გახლდათ დინამოელთა 750-ე გამარჯვება ეროვნულ ჩემპიონატში.

ამ მატჩით დინამომ ჩემპიონატის ნახევარი დაასრულა და ევროთასებისთვის მოემზადება. მანამდე ანდრეს კარასკოს გუნდს საქართველოს სუპერთასზე გამოსვლა მოუწევს და ტიტულის მოგებას მეათედ შეეცდება. მე-19 ტურის მატჩი კი 3 აგვისტოს, სამგურალთანაა ჩანიშნული.

 

მატჩის ოქმი და ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024