• Geo
  • Eng
21.05.2013
დინამო–2 5:0 ბეთლემი

პირველი ლიგის გათამაშების XXXII ტურის შეხვედრა დინამოელებმა ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიის მოედანზე ჩაატარეს. რამაზ მუმლაძის გაწვრთნილი გუნდი ქედის ბეთლემს დაუპირისპირდა და მეტოქეს 5:0 სძლია.

 

ანგარიში ნიკა კვეკვესკირმა მატჩის მეთექვსმეტე წუთზე თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით გახსნა. შეხვედრის 36–ე წუთზე გატანილი გოლით გამოირჩა ბიძინა მახარობლიძე. მეორე ტაიმის დებიუტში, შეხვედრის 57–ე წუთზე მიშა ჯიშკარიანმა ანგარიშში სხვაობა სამამდე გაზარდა. სტუმართა კარში მეოთხე გოლი ვატო ფოცხვერიამ, შეხვედრის 65–ე წუთზე გაიტანა. დაპირისპირების საფინალო ანგარიში კი 80–ე წუთზე ლაშა ჩაფიძემ დააფიქსირა.

 

დინამო–2 5:0 ბეთლემი

გოლები: 1:0 კვეკვესკირი 16’

2:0 მახარობლიძე 36’

3:0 ჯიშკარიანი 57’

4:0 ფოცხვერია 65’

5:0 ჩაფიძე 80’

დინამო–2: ტყეშელაშვილი, საბაძე, კვეკვესკირი, კაკაბაძე, კაკულია (ჯიშკარიანი 46’), მახარობლიძე, ჭეჭელაშვილი, პარუნაშვილი (სარიშვილი 61’), ჩაფიძე, რუხაძე (ფოცხვერია 51’), შინდაგორიძე

 

ბეთლემი: ბექთაშევი, გოგუაძე, ბერიძე, თედორაძე, რუხაძე, ნაჭყებია, ჯალაღანია, კახიანი (კეკელიძე 34’), გოგიტიძე, ბოლქვაძე, გაგუა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024