• Geo
  • Eng
20.05.2013
ჩემპიონატი დუბლებმაც გამარჯვებით დაასრულეს

დუბლშემადგენლობათა გათამაშების ბოლო ტურის შეხვედრა დინამოელებმა მარტვილის მერანის წინააღმდეგ გამართეს და მეტოქეს ორი უპასუხო ბურთი გაუტანეს. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა გათამაშება გამარჯვებით, სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე დაასრულა.

 

დღევანდელ მატჩი დინამოელებმა ანგარიში მატჩის მეთოთხმეტე წუთზე გახსნეს. სტუმართა ფეხბურთელის დარტყმული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დინამოს მეკარემ – ნიკა შერმადინმა მოიგერია და საკუთარი გუნდის შეტევა სწრაფადვე წამოიწყო, დედაქალაქელთა კონტრშეტევას გოლი მოჰყვა, მეტოქის კარი გაგა მურცხვალაძემ დალაშქრა – 1:0.

 

ჩვენმა ფეხბურთელებმა მეორე ბურთი დაპირისპირების 69–ე წუთზე გაიტანეს. გიორგი ვეკუას ზუსტი გადაცემის შემდეგ კვლავ ზუსტად დაარტყა გაგა მურცხვალაძემ, რომელმაც დუბლი შეასრულა და მატჩის საფინალო ანგარიშიც დააფიქსირა – 2:0.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა დინამოელებს ჩემპიონობისთვის განკუთვნილი მედლები და გივი ჩოხელის სახელობის თასი ზედიზედ მესამედ გადასცეს.

 

მერანი მარტვილი 0:2 დინამო თბილისი

გოლები: 0:1 მურცხვალაძე 14’ 0:2 მურცხვალაძე 69’

 

მერანი: ბერია, ცოტნე მონიავა (ინდიკო მონიავა 46’), შანგუა, ღონღაძე, ბერია, ლურსმანაშვილი (კურტანიძე 46’), ქათამაძე, ქაჯაია, მელიავა, წულაია

 

დინამო: შერმადინი, მაჭავარიანი, კაკაბაძე (ნემსაძე 46’), მარაქველიძე (ჯაფიაშვილი 33’), მურუსიძე, კიტოვანი, ლობჟანიძე (ვეკუა 46’), მესხი (გოგინაშვილი 76’), პაპუნაშვილი, მურცხვალაძე, ნიკვაშვილი (კვარაცხელია 69’)

 

ფოტოგალერიის სანახავად ეწვიეთ დინამო თბილისის Facebook გვერდს

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024