საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალურ შეხვედრაში დინამო თბილისმა საჩხერის ჩიხურა დაამარცხა. დედაქალაქელებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მეტოქეს – 3:1 მოუგეს და დუშან უჰრინის გუნდმა ოქროს დუბლი შეასრულა.
ჩვენმა ფეხბურთელებმა ანგარიში შეხვედრის 58–ე წუთზე გახსნეს. მეტოქე გუნდის კარში გოლი გიორგი მერებაშვილმა გაიტანა. ანგარიშში სხვაობა ორამდე ლევან ხმალაძემ, დაპირისპირების 63–ე წუთზე გაზარდა. ირაკლი ძარიამ მეტოქის კარი მატჩის 74–ე წუთზე აიღო. საფინალო ანგარიში კი შეხვედრის 90–ე წუთზე ედიკ საჯაიამ დააფიქსირა.
დინამო თბილისი საქართველოს თასს მეათედ დაეუფლა.
დინამო თბილისი 3:1 ჩიხურა საჩხერე
გოლები: 1:0 მერებაშვილი 58’
2:0 ხმალაძე 63’
3:0 ძარია 74’
3:1 საჯაია 90’
დინამო: ლორია, ძარია, გლიშიჩი, კვარაცხელია, ხმალაძე, სეთურიძე, მერებაშვილი (მილხრაუმი 89’), ჩისკო (პაპავა 90’), დვალი (კოტო 90’), უსტარიცი, გრაიციარი
ჩიხურა: სომხიშვილი, ჭელიძე, ჩიკვაიძე, დიღმელაშვილი (კირკიტაძე 61’), ლომაშვილი, გოცირიძე, დეკანოიძე, კვასხვაძე, საჯაია, კაშია, ბოლქვაძე (ქიმაძე 71’)
გაფრთხილება: კაშია 14' მერებაშვილი 37' გოცირიძე 45' გრაიციარი 67'
გაძევება: უსტარიცი 78'