• Geo
  • Eng
22.01.2022
დინამო ბელეკშია

დინამო თბილისი დღეს თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა და ბელეკში სასტუმრო Alva Donna-ში დაბინავდა. გუნდი დაისვენებს, ხვალიდან კი აქტიურად განაგრძობს ახალი სეზონისთვის მზადებას.

 

შეგახსენებთ, რომ დინამოელები შეკრებას ბელეკში ორ ეტაპად გაივლიან და რვა ამხანაგურ მატჩს გამართავენ. დეტალური ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ ბმულზე.

 

თურქულ შეკრებაზე კახა ცხადაძემ 26 ფეხბურთელი წაიყვანა:

 

მეკარეები: ანდრეს პრიეტო, დათო კერესელიძე, ლუკა კუტალაძე და მიხეილ მაქაცარია.

მცველები: საბა ხვადაგიანი, საიმონ ბენიო, ალექსანდრე კალანდაძე, ირაკლი იაკობიძე, თორნიკე ჯანგიძე, სტეფენ ბიტოკი, ლევან ხარაბაძე და გიორგი მაისურაძე.

ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, ანზორ მექვაბიშვილი, ნოდარ ლომინაძე, დიტო ფაჩულია, გიორგი მოისწრაფიშვილი, თორნიკე კირკიტაძე, უსმანე კამარა, ბარნს ოსეი, დმიტრი ანტილევსკი და გიორგი გვიშიანი.

თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა, დავით სხირტლაძე, სტანისლავ ბილენკი და ჯადული იობაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024