საქართველოს 19–წლამდელთა ნაკრებმა ბელგიაში მიმდინარე ელიტ–რაუნდის ტურნირი ტრიუმფით დაასრულა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე თამაშის უფლება მოიპოვა. ვულოცავთ ქართველ მოზარდებს და ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ჩვენი ფეხბურთელების დიდ წარმატებას. მსგავსი მიღწევები ხელს შეუწყობს ჩვენი ფეხბურთის განვითარებას. მოხარულნი ვართ, რომ ამ გამარჯვებაში თავიანთი წვლილი დინამოელებმაც შეიტანეს.