დინამო თბილისმა უსმანე კამარას გამოსყიდვასთან დაკავშირებით გორის დილასთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. გვინეელმა შემტევმა დედაქალაქურ კლუბთან სამ წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
უსმანე კამარამ 2021 წლის სეზონი განათხოვრების წესით გორის დილაში გაატარა. ამ კლუბის მაისურით მან 40 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ათი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. დილასთან ერთად კამარამ ეროვნული ლიგის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. სხვადასხვა დროს გვინეელ შემტევს ნორვეგიულ ვალერანგაში, შვედურ ესკელსტუნა სიტიში, ესკელსტუნასა და მშობლიური ატუგაში უთამაშია.
რაც შეეხება უსმანე კამარას სანაკრებო კარიერას, 2015 წლის 17-წლამადე ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, მას გვინეის ნაკრების შემადგენლობში ორი მატჩი აქვს გამართული.
საკლუბო კარიერა
2018-19 | ესკილსტუნა | 46 მატჩი | 6 გოლი | 5 საგოლე გადაცემა
2019-20 | ვალერანგა | 10 მატჩი
2020 | ვალერანგა II | 4 მატჩი
2021 | დილა გორი | 40 მატჩი | 10 გოლი | 5 საგოლე გადაცემა
სანაკრებო კარიერა
2015 | გვინეა U17 | 2 მატჩი