• Geo
  • Eng
16.11.2021
გამარჯვება ინგლისთან

საქართველოს ახლგაზრდულმა ნაკრებმა საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისს უმასპინძლა. რამაზ სვანაძის შეგირდებმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარეს და მეტოქე 3-2 დაამარცხეს. გოლები ინგლისელთა კარში გიორგი გულიაშვილმა (2) და გიორგი გოჩოლეიშვილმა გაიტანეს. ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ხუთმა დინამოელმა - საბა ხვადაგიანმა, ლევან ხარაბაძემ, სანდრო კალანდაძემ, ანზორ მექვაბიშვილმა (ნაკრების კაპიტანი) და გიორგი მოისწრაფიშვილმა იასპარეზეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024