ჩვენი კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდზე მიმდინარე გამოკითხვა, რომელსაც სეზონის საუკეთესო გოლი უნდა გამოევლინა, დასრულებულია. ინტერაქტივში ესპანელი ლეგიონერის, მიკელ ალვარო სალაზარის გატანილმა ბურთმა იმარჯვა. ალვაროს გოლმა გულშემატკივართა 872 ხმა დაიმსახურა და გორის დილას კარში შორეული დარტყმით გატანილი გოლი საუკეთესოდ დაასახელდა. მეორე ადგილზე გავიდა ჯაბა დვალის მიერ ქუთაისის ტორპედოს კარში გატანილი გოლი, რომელმაც 550 ხმა მიიღო. მესამე ადგილზე კი გივი კვარაცხელიას მიერ, ვიტ ჯორჯიასთა კარში აკრობატული ნახტომით გატანილი გოლი გავიდა, რომელსაც 122 ხმა ერგო.
აღსანიშნავია, რომ მიკელ ალვარო ზედიზედ მეორედ გახდა სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი. 2011/2012 წლების სეზონის საუკეთესო გოლად ალვაროს მიერ ცხინვალის სპარტაკის კარში შორეული დარტყმით გატანილი გოლი დასახელდა.