ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში დინამო 2-მა პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი დიღომში მდებარე ოლიმპიური მზადების ცენტრში თბილისის მერანს დაუპირისპირდა. ჩვენმა გუნდმა ორივე ტაიმი განსხვავებული შემადგენლობით ჩაატარა, შეხვედრა კი ფრედ - 1:1 დასრულდა.
ორივე გოლი მატჩის მიწურულს გავიდა. მერანმა 75-ე წუთზე გაიტანა, ახალგაზრდა დინამოელებმა კი, ანგარიშის გათანაბრება და საბოლოო შედეგის დაფიქსირება 85-ე წუთზე შეძლეს. 11-მეტრიანი ზუსტად მიხეილ ქოჩაკიძემ შეასრულა.
დინამო 2 თბილისი 1:1 მერანი თბილისი
პირველი ტაიმი: ბერუაშვილი, უბილავა, უგრეხელიძე, დუნდუა, გოგოტიშვილი, ოსიყმაშვილი, ბაბუნაძე, გოგობერიშვილი, ოდიშარია, ჟივიძე, ქოქოსაძე
მეორე ტაიმი: იობაშვილი, გოგოტიშვილი, ჩიჩუა, უგრეხელიძე, უბილავა, გაფრინდაშვილი, ჩიტაშვილი, კიღურაძე, გოგობერიშვილი, ქოჩაკიძე, ალექსიძე
შეცვლაზე გამოვიდნენ: დუნდუა, ქეცბაია, ჟივიძე
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ კაკაშვილი
დინამო 2 მზადებას თბილისში განაგრძობს, ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი მეორე ამხანაგურ შეხვედრას 12 თებერვალს ლოკომოტივი 2-ის წინააღმდეგ გამართავს.