საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 7 ნოემბრიდან შეიკრიბება, ხოლო 16 ნოემბერს ბათუმში, ამხანაგურ შეხვედრაში, ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
რამაზ სვანაძემ ნაკრებში დინამო თბილისიდან 6 ფეხბურთელს უხმო. საბა ხვადაგიანი, სანდრო კალანდაძე, ლევან ხარაბაძე, ანზორ მექვაბიშვილი, თორნიკე მორჩილაძე და გიორგი მოისწრაფიშვილი აღნიშნული მატჩისთვის მოემზადებიან.