• Geo
  • Eng
23.06.2013
დინამო თბილისი 1:0 შატხარი დონეცკი

ავსტრიაში მოსამზადებელ ეტაპზე მყოფმა დინამოელბმა მორიგი სპარინგი გამართეს. დუშან უჰრინის გაწვრთნილი გუნდი უკრაინის ჩემპიონს, დონეცკის შახტარს დაუპირისპირდა. ჩვენმა ფეხბურთელებმა მძიმე და დაძაბულ შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის მერვედფინალისტი მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხა. ანგარიში დაპირისპირების 34–ე წუთზ ედინამოს ესპანელმა ლეგიონერმა, ჩისკო მუნიოსმა გახსნა. მეორე ტაიმის დებიუტში ჩვენი გუნდის კაპიტანმა გიორგი ლორიამ დუგლას კოშტას დარტყმულ ითერთმეტმეტრიანი საჯარიმო მოიგერია. ავსტრიული შეკრების რიგით მეორე სპარინგი დინამოელების გამარჯვებით დასრულდა.

 

დინამო თბილისი 1:0 შახტარი დონეცკი

გოლი: 1:0 ჩისკო 34

 

დინამო: ლორია, სეთურიძე (ძარია 67’), კვარაცხელია, უსტარიცი, გლიშიჩი, ლექვთაძე (ხურცილავა 62’), გრაიციარი, ხმალაძე (შაშიაშვილი 82’), გრიგალაშვილი (მერებაშვილი 46’), ჩისკო, დვალი (კვირკველია 74’)

 

შახტარი: პიატოვი, კუჩერი (გლუშიცკი 80’), რაკიცკი (ვოლოვიკი 56’), სრნა (სობოლი 67’), ჰუბშმანი (სტეპანენკო 46’), კოშტა, გრეჩიშკინი (პატრიკი 56’), ტისონი, ტეშეირა, ლუისადრიანო (მაიკონი 89’), ისმაილი (კობინი 67’)

გაფრთხილება: მერებაშვილი

 

დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ: ლევან ტყეშელაშვილს, თორნიკე ზარქუას, სანდრო გურეშიძეს, ოთარ კაკაბაძეს, გიორგი პაპავას, გიორგი გველესიანს, გიორგი მიქაბერიძეს, ლაშა შინდაგორიძეს, დავით ხოჭოლავას

მოსამზადებელ ეტაპზე დინამოელები მორიგ სპარინგს უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გასული სეზონის მონაწილე რუმინულ კლუჟთან გამართავენ.

დუშან უჰრინი - როგორც მოსალოდნელი იყო რთული და საინტერესო შეხვედრა გამოდგა. მირჩა ლუჩესკუმ, რომელსაც რუმინეთიდან ვიცნობ, გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ათამაშა. მატჩის წინ ვუთხარ იფეხბურთელებს, რომ შახტართან ადრეც მქონდა ნათამაშები ფრედ, მოგებული არ მქონდა. იმ ფეხბურთელებსაც მივეცით თამაშის შესაძლებლობა ვისაც წინა შეხვედრაში არ უთამაშიათ და მათი თამაშით კმაყოფილი ვარ. მეორე ნახევარი უკეთ ჩავატარეთ. ვაგრძელებთ მუშაობას და მზადებას სეზონისთვის.


გიორგი ლორია - სასიამოვნოა შახტართან მოგება. რთული თამაში იყო, გვიტევდნენ. კარგია, რომ გატანა შევძელით და არგავუშვით. ბიჭებმა მონდომებით ითამაშეს.


ჩისკო - ამხანაგური შეხვედრა გახლდათ, მაგრამ მაინც პრინციპული ჩვენთვის, ვინაიდან დინამო დიდი ტრადიციების გუნდია და მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გადის. ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ეს თამაში კარგი იყო კონდიციების ასამაღლებლად. შეკრებაზე ყველაფერი კარგად მიდის და ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩემპიონთა ლიგის მატჩებს მაქსიმალურად მომზადებულნი შევხვდეთ.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024