საქართველოს 19 წლამდე ნაკრები ისრაელთან ჩასატარებელი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას შეუდგა. ვასილ მაისურაძის გუნდი 11 და 13 თებერვალს შეხვედრებს ისრაელში გამართვს.
მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნულ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად 9 დინამოელს უხმო:
მცველები: დავით გოგოტიშვილი, მუხრან ბაგრატიონი, თორნიკე დუნდუა, ნიკოლოზ უგრეხელიძე, არჩილ დათუაშვილი
ნახევარმცველი: ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი
თავდამსხმელები: გიორგი გვიშიანი, ჯადული იობაშვილი, დავით გოცირიძე
აქვე გაცნობებთ, რომ გიორგი გვიშიანი და ჯადული იობაშვილი 19-წლამდე ნაკრებს თურქული შეკრებიდან შეუერთდებიან.