• Geo
  • Eng
13.02.2022
დინამოელებმა ასაკობრივ ნაკრებებში იასპარეზეს
საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა ისრაელში ამხანაგური შეხვედრები გამართა. ვასილ მაისურაძის გუნდი ისრაელის 19 წლამდელებს ორჯერ გაეჯიბრა. 11 თებერვალს შეფაიმში უხგვოლიანი მატჩი ახალგაზრდა ჯვაროსნებმა ლუკა წულუკიძის ჰეთ თრიქით 3-2 მოიგეს, ხოლო დღევანდელი შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე 0-0 დასრულდა.  
 
აღნიშნულ მატჩებში მონაწილეობა 9 დინამოელმა მიიღო:
 
მცველები: დავით გოგოტიშვილი, მუხრან ბაგრატიონი, თორნიკე დუნდუა, ნიკოლოზ უგრეხელიძე, არჩილ დათუაშვილი
 
ნახევარმცველი: ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი
 
თავდამსხმელები: გიორგი გვიშიანი, ჯადული იობაშვილი, დავით გოცირიძე
 
გიორგი გვიშიანი და ჯადული იობაშვილი ბელეკში გამოემგზავრებიან და წვრთნას დინამოსთან ერთად განაგრძობენ. 
 
შეგახსენებთ, რომ ვასილ მაისურაძის გუნდი, ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მატჩებისთვის ემზადება, რომელიც 23, 26 და 29 მარტს ხორვატიაში გაიმართება.
 
23 მარტი | გერმანია - საქართველო
26 მარტი | ჩეხეთი - საქართველო
29 მარტი | საქართველო - შოტლანდია
 
ასევე ელიტ რაუნდისთვის მზადების მორიგი ეტაპი გაიარა საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, რომელმაც მონაწილეობა მინსკში დასრულებულ განვითარების თასზე მიიღო. გიორგი ჩიტაურის გუნდი ისრაელის, ბელარუსის და უზბეკეთის ნაკრებებთან ერთნაირი ანგარიშით 0-3 დამარცხდა. 17-წლამდელებმა სკ მინსკს 1-0 აჯობეს (გოლი გივი ხაჩიძემ გაიტანა) და დიდი ანგარიშით 7-0 მოლდოვა დაამარცხეს. მოლდოველთა კარში 5 გოლი დინამოელთა ანგარიშზეა - დუბლი ამინ კარაევმა გაიფორმა, თითოჯერ თავი კი აკაკი გიუნაშვილმა, დავით გოგიჩაიშვილმა და ლაშა გადილიამ გამოიჩინეს. აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი ასევე გიორგი ტაბატაძემ შეასრულა.
 
17-წლამდე ნაკრებში დინამოს აკადემიიდან 9 ფეხბურთელია გამოიძახებული:
 
მცველები: საბა ხარჩილავა, აკაკი გიუნაშვილი
 
ნახევარმცველები: თენგო ალიბეგაშვილი, გაბრიელ სიგუა, ლაშა გადილია, ამინ კარაევი, ლუკა პარკაძე, დავით გოგიჩაიშვილი, გიორგი რობაქიძე
 
მინსკიდან 17 წლამდელები მონტენეგროში მიემგზავრებიან, სადაც მასპინძელ გუნდთან 15 და 17 თებერვალს 2 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ.
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024