• Geo
  • Eng
12.02.2022
დინამო 2-მა ბელეკში წასვლამდე მეორედ ისპარინგა
ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში დინამო 2-მა მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი დიღმის ბაზაზე ბოლნისის სიონს დაუპირისპირდა. ჩვენმა გუნდმა ორივე ტაიმი განსხვავებული შემადგენლობით ჩაატარა, შეხვედრა კი საბოლოოდ ანგარიშით 2-1 დასრულდა.
 
ანგარიში შეხვედრის 27-ე წუთზე ნიკა სიხარულაშვილმა გახსნა. მეორე ტაიმის დებიუტში თომა ტაბატაძემ სტატუს ქვო აღადგინა, თუმცა 75-ე წუთზე მიხეილ ქოჩაკიძემ ბოლნისელებს მეორედ გაუტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
 
დინამო 2 თბილისი 2:1 სიონი ბოლნისი
 
პირველი ტაიმი: ბერუაშვილი, გაბიტაშვილი, ჩიჩუა, ერაძე, ჟივიძე, ოსიყმაშვილი, ჩიტაშვილი, აფციაური, ალექსიძე, სიხარულაშვილი, ქოქოსაძე
 
მეორე ტაიმი: იობაშვილი, ბაბლუანი, გაფრინდაშვილი, ჩიჩუა, უბილავა, სიჭინავა, ჩიტაშვილი, კიღურაძე, მირზიკაშვილი, ალექსიძე (ქეცბაია), ქოჩაკიძე
 
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ კაკაშვილი
 
დინამო 2 მზადებას თბილისში განაგრძობს, 16 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით კი, დინამოელები შეკრებას ბელეკში გაივლიან. თურქეთში ჩვენი გუნდის მეორე შემადგენლობა ოთხ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.
 
ბელეკში გასამართი შეხვედრების განრიგი:
 
18.02.2022 | დინამო 2 - შახტარი U19 დონეცკი 
 
21.02.2022 | დინამო 2 - არსენალი 2 ტულა 
 
23.02.2022 | დინამო 2 - დინამო 2 მოსკოვი 
 
27.02.2022 | დინამო 2 - ლოკომოტივ-კაზანკა მოსკოვი
 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024