• Geo
  • Eng
17.02.2022
12 დინამოელი 18-წლამდე ნაკრებში
საქართველოს 18-წლამდე ნაკრები რამდენიმე დღეში შეიკრიბება და ამხანაგური მატჩების სერიას გამართავს. ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი უნგრეთს ეწვევა და იქაურ თანატოლებთან ორ შეხვედრას ჩაატარებს. მატჩები 1 და 3 მარტსაა დაგეგმილი. მარტის ბოლოს კი, 18-წლამდე ნაკრები პორტუს საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს.
 
18-წლამდე ნაკრებში 12 დინამოელია გამოძახებული:
 
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი, მიხეილ მაქაცარია
 
მცველები: რომა მორჩილაძე, არჩილ დათუაშვილი, ლუკა ლაცაბიძე, საბა ახალკაცი, მუხრან ბაგრატიონი
 
ნახევარმცველები: სანდრო გაფრინდაშვილი, თემო გოგნაძე, შოთა კვერენჩხილაძე
 
თავდამსხმელები: დავით გოცირიძე, დიმა ღურწკაია
 
ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდს შემოდგომიდან, მომავალ წელს მალტაზე გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩები ელის, რომელშიც გუნდი უკვე 19-წლამდელთა სტატუსით იასპარეზებს.
 
U18 | მარტის განრიგი
 
1 მარტი | უნგრეთი - საქართველო | ამხანაგური
3 მარტი | უნგრეთი - საქართველო | ამხანაგური
25 მარტი | პორტუს საერთაშორისო ტურნირი
27 მარტი | პორტუს საერთაშორისო ტურნირი
29 მარტი | პორტუს საერთაშორისო ტურნირი
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024