• Geo
  • Eng
17.02.2022
მოგება და ფრე მონტენეგროში

საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა მინსკის ტურნირზე გამოსვლის შემდეგ, მონტენეგროში გადაინაცვლა და პოდგორიცაში ადგილობრივ თანატოლთა ნაკრებთან ორი საერთაშორისო ამხანაგური მატჩიც გამართა. 

 

15 თებერვალს 17-წლამდელებმა მასპინძლები, გიორგი პარკინაშვილის გოლით 1-0 დაამარცხეს, დღეს კი ამ გუნდების შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა. ანგარიში დინამოელმა ლაშა გადილიამ გახსნა, საბოლოო შედეგი კი გიორგი ტაბატაძემ დააფიქსირა. ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემები დინამოელებმა - გიორგი რობაქიძემ (მოგებულ მატჩშიც საგოლე გადაცემა რობაქიძემ შეასრულა) და აკაკი გიუნაშვილმა ჩაიწერეს აქტივში. 

 

გიორგი ჩიტაურის გუნდი 6 და 8 მარტს კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას მალტის წინააღმდეგ გამართავს. 

 

შეგახსენებთ, რომ 17 წლამდე ნაკრებში 9 დინამოელმა იასპარეზა:

მცველები: საბა ხარჩილავა, აკაკი გიუნაშვილი

ნახევარმცველები: თენგო ალიბეგაშვილი, გაბრიელ სიგუა, ლაშა გადილია, ამინ კარაევი, ლუკა პარკაძე, დავით გოგიჩაიშვილი, გიორგი რობაქიძე

 

U17 | მარტის განრიგი

6 მარტი | საქართველო - მალტა | ამხანაგური

8 მარტი | საქართველო - მალტა | ამხანაგური

23 მარტი | გერმანია - საქართველო | ელიტ რაუნდი

26 მარტი | ჩეხეთი - საქართველო | ელიტ რაუნდი

29 მარტი | საქართველო - შოტლანდია | ელიტ რაუნდი

 

ფოტო (c) fscg.me

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024