• Geo
  • Eng
01.02.2022
დინამო 0-1 ლუდოგორეცი
1 თებერვალს, დინამო თბილისმა თურქულ შეკრებაზე მესამე მატჩი გამართა. ამჯერად კახა ცხადაძის გუნდის მეტოქე ბულგარეთის ჩემპიონი - რაზგრადის ლუდოგორეცი გახლდათ.
 
მატჩი დინამოელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა მოთამაშეებმა შექმნილი მომენტები ვერ გამოიყენეს და თბილისური კლუბი მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდა. ​ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე გავიდა, საიმონ ბენიოს შეცდომით სტეფან ბაჯიმ ისარგებლა და გოლის გატანა მახვილი კუთხიდან მოახერხა. დინამოელებმა ანგარიშის გათანაბრება სწრაფად მოახერხეს, თუმცა გიორგი გაბედავას გატანილი გოლი გვერდითმა არბიტრმა თამაშგარე მდგომაროების გამო გააუქმა. ​
 
დინამო თბილისი 0:1 ლუდოგორეცი
 
​დინამო თბილისი: კერესელიძე, მაისურაძე, ხვადაგიანი, ბენიო, კალანდაძე, მოისწრაფიშვილი, მექვაბიშვილი, ოსეი, კამარა, გაბედავა, ბილენკი
 
შეცვლაზე გამოვიდნენ: ნოდარ ლომინაძე, გიორგი გვიშიანი, ჯადული იობაშვილი
 
მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე
 
გოლი: 0:1 ბაჯი (71)
 
ლუდოგორეცის წინააღმდეგ გამართული შეხვედრით დინამო თბილისმა თურქული შეკრების პირველი ეტაპი დაასრულა. გუნდი უახლოეს დღეებში დაისვენებს და 5 თებერვლიდან საწვრთნელი პროცესი კვლავ ბელეკში განახლდება.
 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024