დინამო თბილისმა კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე კიდევ ერთ მოთამაშესთან მიაღწია შეთანხმებას. ახალგაზრდა მარჯვენა ფლანგელმა გიორგი გვიშიანმა თბილისურ კლუბთან არსებული ხელშეკრულება 2024 წლის ბოლომდე გააგრძელა.
დინამომდე გიორგი გვიშიანი თბილისის საბურთალოს აკადემიაში თამაშობდა, 2020 წელს კი, დინამოს აკადემიას შეუერთდა. 2021 წლის სეზონის მეორე ნახევარი ფეხბურთელმა განათხოვრების წესით საფეხბურთო კლუბ გაგრაში გაატარა.
გვიშიანს საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში თორმეტი მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე ოთხი გოლია. 19-წლამდე ნაკრებთან ერთად კი, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ცხრა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2021 წელს გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.