• Geo
  • Eng
02.07.2013
მეტოქის მოლოდინში

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო თბილისის მეტოქე  ანდორის ლუსიტანოსსა და ფარერების სტრეიმურს შორის გამარჯვებული გუნდი იქნება. ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა დღეს ანდორაში გაიმართა და ფრედ – 2:2 დასრულდა. ლუსიტანოსის ფეხბურთელმა, კრისტიან მარტინესმა 24–ე წუთზე ანგარიში გახსნა და 29–ე წუთზე კი საკუთარი გუნდი ორი ბურთით დააწინაურა. დაპირისპირების 62–ე წუთზე ანდორის ჩემპიონს მესამე ბურთის გატანის საშუალება ჰქონდა – სტრეიმური მოედანზე კაცნაკლული დარჩა, საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევის გამო მსაჯმა მოედნიდან გერტ ჰანსენი გააძევა, თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა კი ბრუნინიომ გააცუდა. სტუმრებმა ანგარიშში სხვაობა მატჩის 67–ე წუთზე შეამცირეს, არნბიორნ ჰანსენის გოლი შეხვედრაში გარდამტეხი გამოდგა... შეხვედრის 69–ე წუთზეათკაციანმა სტრეიმურმა სტუმრად მეორე გოლის გატანა და ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა, საკუთარი გუნდი მარცხისგან ლევი ჰანსენმა იხსნა, რომელმაც ზუსტად შეასრულა პენალტი.

 

ლუსიტანოსი 2:2 სტრეიმური

გოლები: 1:0, 2:0 მარტინესი 24’ (პენ.),  29’ 2:1 არნიორნ ჰანსენი. 2:2 ლევი ჰანსენი 69’ (პენ.)

 

ლუსიტანოსი: რიკარდო ფერნანდესი, ბრიტო, ოსკარი, პინეირო, მასიელი, მარტინესი, ბრუნინიო, სანჩესი, ხიმენესი (ზარიო 87’), ლუის დოს რიესი (პედრო რეისი 59’), მაჩადო (სუარესი 82’)

 

სტრეიმური: განგო, იაკობსენი, ბო, ნილსენი, დურჰუსი, დანიელსენი, ლევი ჰანსენი, სამუელსენი, დამი, გერტ ჰანსენი, ზახარიასენი (არნბიორნ ჰანსენი 46’), დანიელსენი (ნიკლასენი 90+2’)

 

გაცუდებული პენალტი: ბრუნინიო

გაფრთხილება: ოსკარი, პინეირო, სანჩესი – ბო, დამი, გერტ ჰანსენი, ზახარიასენი

გაძევება: გერტ ჰანსენი

 

საპასუხო შეხვედრა, რომელიც ჩვენი გუნდის მომავალ მეტოქეს გამოარკვევს, 9 ივლისს ფარერებზე შედგება.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024