დინამო თბილისმა თურქულ შეკრებაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. დედაქალაქური კლუბი მოსკოვის დინამოს დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხა. მატჩის ძირითად ნაწილი მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა, თუმცა სახიფათო მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა.
ერთადერთი გოლი მე-20 წუთზე გავიდა, გიორგი გაბედავას ზუსტი გადაცემით თორნიკე კირკიტაძემ ისარგებლა მეტოქეს სისწრაფეში აჯობა და უსმანე კამარას ცარიელ კარში გაატანინა. ეს ჩვენი გუნდის გვინეელი ახალწვეულის პირველი გოლია დინამოს შემადგენლობაში.
დინამო თბილისი 1:0 დინამო მოსკოვი
დინამო თბილისი: კერესელიძე, მაისურაძე, ხვადაგიანი, კალანდაძე, ხარაბაძე, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი, კირკიტაძე, კამარა, გაბედავა, ბილენკი
შეცვლაზე გამოვიდნენ: ბენიო, მალი, პაპავა, ფაჩულია, ანტილევსკი, ოსეი
მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე
დინამო მოსკოვი: შუნინი, პარშივლიუკი, ბალბუენა, პლიევი, ლაქსალტი, კუტიცკი, გალკინი, ფომინი, მაკაროვი, მაზურინი, გლადიშევი
მთავარი მწვრთნელი: სანდრო შვარცი
გოლი: 1:0 კამარა (20)
დინამო თბილისი თურქული შეკრების მომდევნო მატჩს უკვე ხვალ დანიური სუპერლიგის რანდერსის წინააღმდეგ გამართავს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ტრადიციულად Setanta Sports Georgia შემოგთავაზებთ.