საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები 22 მაისიდან 28 მაისამდე თბილისში გაივლის შეკრებას. 28 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით კი ბაქოში „კასპიის თასზე“ მიიღებს მონაწილეობას. გოჩა ტყებუჩავამ მატჩებისთვის მოსამზადებლად ნაკრებში რვა დინამოელი გამოიძახა. ლუკა გუგეშაშვილი, ნიკა ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, ნიკა ნინუა, ნურლან სეიდოვი, გაბრიელ საღრიშვილი და ირაკლი ბუღრიძე თანატოლ ჯვაროსნებთან ერთად მოემზადებიან მომავალი მატჩებისთვის.