საქართველოს ჩემპიონატის 32– ე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 17 მაისს თბილისში, დინამო არენაზე რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს– არსენ ნონიკაშვილი იმსაჯებს. მას ასისტენტობას ზ. მენთეშაშვილი და ი. უკლება გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი დ. ხარიტონაშვილი შეასრულებს.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით არსენ ნონიკაშვილმა ბოლოს 2012 წლის 31 ოქტომბერს იმსაჯა. დინამო თბილისმა რუსთავის მეტალურგი 3:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში არსენ ნონიკაშვილმა ექვსჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც არსენ ნონიკაშვილმა იმსაჯა 5 მაისს პირველ ლიგაში გამართული დილა-2 0:0 სულორი არის. აღნიშნულ მატჩში ნონიკაშვილმა ფეხბურთელები ხუთჯერ გააფრთხილა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, არსენ ნონიკაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
არსენ ნონიკაშვილი (26.05.1975)
===========================================
უმაღლესი ლიგა - 48 თამაში / 174 ყვითელი / 12 წითელი / 13 პენალტი
პირველი ლიგა – 20 თამაში / 79 ყვითელი / 3 წითელი / 10 პენალტი
მეორე ლიგა – 2 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 3 პენალტი
საქართველოს თასი – 6 თამაში / 30 ყვითელი / 2 წითელი / 1 პენალტი
ვირსლიგა – 1 თამაში / 6 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი