დინამო თბილისის მთავარ მწვრთნელად 44 წლის ავსტრიელი ფეხბურთის სპეციალისტი - ფერდინანდ ფელდჰოფერი იმუშავებს. მხარეებს შორის წელიწადნახევრიანი შეთანხმება შედგა.
ყოფილი ფეხბურთელის სამწვრთნელო კარიერა ადგილობრივ ლაფნიცში 2015 წელს დაიწყო. 2019 წლიდან ავსტრიელი სპეციალისტი ვოლფსბერგერს წვრთნიდა და გუნდთან ერთად ევროპა ლიგის მერვედფინალშიც ითამაშა, გუნდში კი ორი ქართველი ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე ასპარეზობდნენ. ფელდჰოფერის ბოლო კლუბი ვენის რაპიდი გახლდათ.
საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ფერდინანდ ფელდჰოფერი სხვადასხვა დროს შტურმის, ვენის რაპიდის და ვაკერ ინსბრუკის ღირსებას იცავდა. 2010 წელს კი ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე, დინამოსა და შტურმის დაპირისპირებაშიც მიიღო მონაწილეობა.
ჩვენი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი დღეს, დიღმის ბაზაზე კლუბის პრეზიდენტმა ფეხბურთელებს და სტაფს წარუდგინა.