დინამო თბილისი 46 წლის ესპანელმა სპეციალისტმა ანდრეს კარასკომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. დინამო მადლობას უხდის ანდრესს პირველ გუნდსა და აკადემიაში გაწეული სამსახურისთვის, მას მომავალ კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ანდრეს კარასკოს მიერ მოხდა ახალგახსნილი აკადემიის სამწვრთნელო ფილოსოფიის დაგეგმარება და მისივე დამსახურებით არერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაწინაურდა დინამოელთა პირველ გუნდში.
დინამო თბილისი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას მთავარი მწვრთნელობის კანდიდატთან და მისი ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.