• Geo
  • Eng
11.02.2022
დინამო 1-1 რანდერსი
დინამო თბილისმა თურქულ შეკრებაზე მეექვსე ამხანაგური მატჩი გამართა. ამჯერად დედაქალაქელები დანიური სუპერლიგის რანდერსს დაუპირისპირდნენ და ფრედ - 1:1 ითამაშეს.
 
ანგარიში მე-19 წუთზე გაიხსნა გაბედავა-კირკიტაძის წამოწყებული სწრაფი შეტევა, შედეგიანი დარტყმით დმიტრი ანტილევსკიმ დაასრულა და დინამოს შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა. მატჩი კახა ცხადაძის გუნდის შეტევებით გაგარძელდა, მოკლე მონაკვეთში დინამოელებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, 23-ე წუთზე ნიკა მალიმ მეტოქეს მეორე გოლიც გაუტანა, თუმცა გევრდითმა არბიტმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი გაუქმდა.
 
მეორე ნახევარში თამაშის სცენარი არ შეცვლილა, ტერიტორიულ უპირატესობას დინამო ფლობდა, რანდერსი კი ძირითადად კონტრშეტევებზე მოქმედებდა. მეტოქემ ანგარიში მატჩის მიწურულს - 79 წუთზე გაათანბრა, 11-მეტრიანი ზუსტად ლასე ბერგ იონსენმა შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
 
​აღსანიშნავია, რომ 86-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან დინამო თბილისის მცველი საიმონ ბენიო გააძევა.
 
დინამო თბილისი 1:1 რანდერსი
 
დინამო თბილისი: პრიეტო, მალი, ბენიო, ხვადაგიანი, კალანდაძე, პაპავა, მოისწრაფიშვილი, ოსეი, კირკიტაძე, გაბედავა, ანტილევსკი ​
 
შეცვლაზე გამოვიდნენ: კამარა, ხარაბაძე, მექვაბიშვილი, ბილენკი, იაკობიძე
 
მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე
 
რანდერსი: კარლგრენი, კალესი, პისინგერი, გრავესი, კოპლინი, გრავესი, კოპლინი, კეჰინდე, ლაუენბორგი, ბერგ იონსენი, ტიბლინგი, ვიტო, კამარა ​
 
მთავარი მწვრთელი: ტომას ტომასბერგი
 
გოლები: 1:0 ანტილევსკი (19), 1:1 ბერგ იონსენი (პენ) (79)
 
გაძევება: 86' ბენიო ​
 
დინამო თბილისი თურქული შეკრების დასკვნით შეხვედრას 15 თებერვალს უზბეკეთის ჩემპიონის ფახთაქორის წინააღმდეგ გამართავს.
 
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024