• Geo
  • Eng
28.12.2021
დავით კერესელიძე დინამოელია

დინამო თბილისმა დავით კერესელიძის გამოსყიდვის თაობაზე საფეხბურთო კლუბ გაგრასთან შეთანხმებას მიაღწია. ახალგაზრდა ქართველმა მეკარემ თბილისურ კლუბთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

დავით კერესელიძემ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა ცხინვალში დაიწყო, ამის შემდეგ მეკარე გაგრას შეუერთდა და აღნიშნული კლუბის ღირსებას 3 სეზონის განმავლობაში იცავდა. 2020 წელს კერესელიძემ გაგრასთან ერთად დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი მოიგო და ევროპის კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც იასპარეზა.

რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, დავით კერესელიძე სხვადასხვა დროს საქართველოს 17-წლამდე და 21-წლამდე ნაკრებების წევრი გახლდათ.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024