• Geo
  • Eng
17.02.2022
სიახლეები დინამოს კომუნიკაციების დეპარტამენტში
დინამო თბილისის კომუნიკაციების დეპარტამენტს ზუკა რუხაძე უხელმძღვანელებს. 26 წლის მენეჯერს მედიისა და კომუნიკაციების მიმართულებით მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს. 2013-დან 2021 წლის ჩათვლით ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მედია დეპარტამენტში, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
 
ფეხბურთის ფედერაციაში გატარებული 8 წლიანი პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა საქმიანობასთან ერთად ზუკა რუხაძე საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მიმართულებით მუშაობდა.
 
 
ფედერაციაში მუშაობის პარალელურად, 2020 წელს ზუკა რუხაძემ წარმატებით დაასრულა უეფას მიერ ორგანიზებული ფეხბურთის მენეჯმენტის კურსი, რისთვისაც მან ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან საფეხბურთო მენეჯმენტის სერტიფიკატი მიიღო.
 
2022 წლიდან, ჩვენი კლუბი მედიის, სოციალური მედიისა და სხვადასხვა პლატფორმების ათვისების კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს.
 
ზუკა რუხაძესთან ერთად, დინამო თბილისის კომუნიკაციების დეპარტამენტში ირაკლი ბუხალი (მედია მენეჯერი), რატი ტერაშვილი (სოციალური მედიის მენეჯერი), დიმიტრი ჯმუხაძე (ოპერატორი/მემონტაჟე), ივა კიკაბიძე (აკადემიის ტექნიკური რეპორტიორი) და დემიენ ტეილორი (ვებ ადმინისტრატორი/თარჯიმანი) იმუშავებენ.
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024