• Geo
  • Eng
19.02.2022
დინამომ საწვრთნელი პროცესი განაახლა
თურქული შეკრებიდან დაბრუნებისა და რამდენიმე დღიანი დასვენების შემდეგ დინამო თბილისმა დიღმის ბაზაზე საწვრთნელი პროცესი განაახლა. 19 თებერვალს გამართულ ვარჯიშზე კახა ცხადაძის განკარგულებაში 23 ფეხბურთელი გახლდათ. დავით სხირტლაძე და სტეფენ ბიტოკი ახალი სეზონისთვის ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან. 
 
დღევანდელი საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა შემდეგმა ფეხბურთელებმა მიიღეს:
 
მეკარეები: ანდრეს პრიეტო, დავით კერესელიძე
 
მცველები: ალექსანდრე კალანდაძე, თორნიკე ჯანგიძე, ლევან ხარაბაძე, გიორგი მაისურაძე, ნიკა მალი, საბა ხვადაგიანი, საიმონ ბენიო, სტეფენ ბიტოკი
 
ნახევარმცველები: დმიტრი ანტილევსკი, უსმანე კამარა, გიორგი გვიშიანი, თორნიკე კირკიტაძე, ნოდარ ლომინაძე, გიორგი მოისწრაფიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ბარნს ოსეი, გიორგი პაპავა
 
თავდამსხმელები: სტანისლავ ბილენკი, ჯადული იობაშვილი, გიორგი გაბედავა, დავით სხირტლაძე
 
​დინამო თბილისი 2022 წლის სეზონს 25 თებერვალს ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩით გახსნის. თბილისური კლუბი დინამო არენაზე ქართულ დერბიში პრინციპულ მეტოქეს ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. 
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024