დღეს ჩვენი გუნდის სლოვაკ ფეხბურთელს, პეტერ გრაიციარს კლინიკა მედი ქლაბ ჯორჯიაში, პირველადი სამედიცინო გამოკლევა ჩაუტარდა.
მერაბ ვარძუკაშვილი - წინასწარი მონაცემებით პეტერ გრაიციარს მუხლის იოგოვანი აპარატის ნაწილობრივი დაზიანება აღენიშნება. დაზუსტებული დიაგნოზი დეტალური კვლევების დასრულების შემდეგ 3-4 დღეში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ პეტერ გრაიციარი მოსკოვის დინამოსთან გამართულ ამხანაგურ მატჩში შეხვედრის 73–ე წუთზე დაშავდა