დინამო თბილისის მეორე შემადგენლობა ახალი სეზონისთვის მზადებას ბელეკში განაგრძობს. დინამოელებმა დონეცკის შახტართან და ტულას არსენალთან ამხანაგურ მატჩებში გამარჯვების შემდეგ, მესამე სპარინგ მატჩი ჩაატარეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი ამჯერად მოსკოვის დინამო 2-ს შეხვდა და პაექრობა 0-4 დათმო.
დინამოელები შეკრებაზე ბოლო მატჩს, 26 თებერვალს მოსკოვის ცსკა-ს მეორე გუნდთან გამართავენ და ორ დღეში თბილისში დაბრუნდებიან.
დინამო 2 თბილისი 0-4 დინამო 2 მოსკოვი
დინამო 2: კუტალაძე, გოგოტიშვილი, იაკობიძე, ერაძე, გაბიტაშვილი, ოსიყმაშვილი, ფაჩულია, აფციაური, გოგობერიშვილი, სიხარულაშვილი, იობაშვილი
სათადარიგო სკამი: კულეჯანიშვილი, ქოჩაკიძე, უგრეხელიძე, ცხოვრებაშვილი, უბილავა, ჭითაშვილი, ჟივიძე, მირზიკაშვილი, ოდიშარია, მორჩილაძე