დღეს 40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დინამომ ესპანეთში, ქალაქ უელვაში კოლუმბის კარაველას თასი მოიგო. დინამომდე ამ თასს მადრიდის რეალი, მადრიდის ატლეტიკო და სან პაულუ ფლობდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი საერთაშორისო ტიტული ჩვენი გუნდისთვის. დინამომ ნახევარფინალში მადრიდის ატლეტიკო დაამარცხა (ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. პენალტების სერიაში დინამომ 4:2 აჯობა მეტოქეს). ფინალში კი თბილისელებმა ლისაბონის ბენფიკას 3:1 მოუგეს. გოლები გუცაევმა (2) და ყიფიანმა გაიტანეს.
დინამომ ფინალში შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:
გოგია, ძოძუაშვილი, კანთელაძე, ჭელიძე, ხინჩაგაშვილი, მ. მაჩაიძე (წერეთელი), ებრალიძე, ასათიანი, გუცაევი, ყიფიანი (მჭედლიშვილი), ლ. ნოდია
მწვრთნელი: ალექსანდრე კოტრიკაძე