დღეს ტორსჰავნში გამართული შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ჩვენი გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სტრეიმურს დაუპირისპირდება. სტრეიმურმა ანდორის ლუსიტანოსს დამაჯერებელი ანგარიშით – 5:1 სძლია და ორი მატჩის ჯამში ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ანდორის ჩემპიონი 7:3 დაამარცხა.
სტრეიმური 5:1 ლუსიტანოსი
გოლები: ა. ჰანსენი 3' 2:0 ლ. ჰანსენი 38' 2:1 ლუის მიგელი 3:1 ზაკარიასენი 72' 4:1 ლ. ჰანსენი 85' 5:1 ნიკლასენი 90+3'
სტრეიმური: ტორგარდი, ბო, დავიდსენი, ნილსენი, დურჰუსი, სამუელსენი, ლ. ჰანსენი, იაკობსენი (ზაკარიასენი 69') (ბ. ოლსენი 88'), ა. ჰანსენი (დანიელსენი 72'), ნიკლასენი, არნარ დამი
ლუსიტანოსი: პოლი, მასიელი (ფრანკლინ სუარესი 80'), მარტინესი, პინეირო (ზარიო 58'), რაფაელ ბრიტო, ოსკარი, ხიმენესი, ბრუნინიო, სანჩესი, მიგელი, რიერა
გაფრთხილება: დურჰუსი, სამუელსენი, იაკობსენი – ოსკარი, სანჩესი, მასიელი, პინეირო
გაძევება: რიერა 55'
გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: ლ. ჰანსენი / მეკარე
დინამოელები ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას შინ, დინამო არენაზე, 16 ივლისს გამართავენ. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.