ჩემპიონთა ლიგის მეორე სკვალიფიკაციო ეტაპზე დინამოელები ურთიერთობას ფარერების წარმომადგენელთან – სტრეიმურთან გაარკვევენ. წყვილის პირველ მატჩს, რომელიც 16 ივლისს დინამო არენაზე გაიმართება 32 წლის მალტელი მსაჯი – ალან მარიო სანტი განსჯის. გვერდითი მსაჯები ალან კამილიერი და რობერტო ველა იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს ფარუჯია კან ტრუსტინი შეასრულებს.
მატჩის დელეგატი კვიპროსელი გეორგე კუმასი იქნება.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, ალან მარიო სანტის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
ალან მარიო სანტი
დაბადების თარიღი: 1980 წლის 16 აგვისტო
მალტის ჩემპიონატი – 40 თამაში / 189 ყვითელი / 15 წითელი / 10 პენალტი
მალტის თასი – 3 თამაში / 11 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
მალტის სუპერ თასი – 1 თამაში / 5 ყვითელი /1 წითელი / 0 პენალტი
ლუქსემბურგის ჩემპიონატი – 1 თამაში / 5 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი
ევროპის ჩემპიონატის U21 შესარჩევი ეტაპი – 2 თამაში / 6 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
ევროპის ჩემპიონატის U17 შესარჩევი ეტაპი – 3 თამაში / 11 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
ევროპის ჩემპიონატი U17 – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფას ჩემპიონთა ლიგა I საკვალიფიკაციო – 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფას ევროპის ლიგა I საკვალიფიკაციო – 2 თამაში / 9 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი