• Geo
  • Eng
01.03.2022
დინამოელები 18 წლამდე ნაკრებში

უნგრეთის ქალაქ ბალმაზუივაროშში საქართველოს 18 წლამდე ნაკრები მასპინძელთა თანატოლ ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრა.

 

მატჩი ჭაბუკმა ჯვაროსნებმა დინამოელი კაპიტნის, მუხრან ბაგრატიონის გოლით 1-0 მოიგეს. შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მაგიარებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, თუმცა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ჩვენი აკადემიის გოლკიპერმა პაპუნა ბერუაშვილმა მოიგერია.

 

დღევანდელ შეხვედრაში რვა დინამოელმა მოირგო 18 წლამდე ნაკრების ფორმა:

 

მეკარე: პაპუნა ბერუაშვილი

მცველები: რომა მორჩილაძე, არჩილ დათუაშვილი, ლუკა ლაცაბიძე, მუხრან ბაგრატიონი

ნახევარმცველი: თემურ გოგნაძე

თავდამსხმელები: დავით გოცირიძე, დიმა ღურწკაია

 

ეს გუნდები 3 მარტს კიდევ ერთხელ შეხვედბიან ერთმანეთს.

 

ფოტო: (c) nakrebi.ge

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024