• Geo
  • Eng
07.03.2022
დინამო თბილისი - სიონი | ბილეთების რეალიზაცია დაიწყო
დინამო თბილისი 2022 წლის სეზონის მესამე მატჩს 9 მარტს ეროვნული ლიგის ეგიდით ბოლნისის სიონის წინააღმდეგ დინამო არენაზე გამართავს. 
 
მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ რეალიზაცია 7 მარტს TKT.ge-ზე დაიწყო. სტანდარტული ბილეთთან ერთად გაყიდვაშია ფან-სექტორის (სამხრეთ ტრიბუნის მე-18 სექტორი) ბილეთები, რომლის ფასი 2 ლარს შეადგენს.
 
სტანდარტული ბილეთის ფასი 5 ლარია, რაც შეეხებათ სკოლის მოსწავლეებს, მათ School Card-ის გამოყენებით ყველა საშინაო მატჩზე უფასოდ დასწრება შეეძლებათ.
 
დინამო თბილისი - სიონის დაპირისპირების ბილეთების ფიზიკური გაყიდვა 9 მარტს, 15:00 საათიდან სტადიონის სალაროებშიც დაიწყება.
 
ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრა 9 მარტს დინამო არენაზე გაიმართება, შეხვედრა 19:30 საათზე დაიწყება.
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024