საქართველოს 17 წლამდე ნაკრები შოტლანდიაში, ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში ჩაერთო. პირველ შეხვედრაში ჭაბუკი ჯვაროსნები გერმანიის 17 წლამდე ნაკრებს შეხვდნენ და მატჩი 0-3 დათმეს. 26 მარტს გიორგი ჩიტაურის გუნდი ჩეხეთს შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ მასპინძელ შოტლანდიასთან 2-2 ითამაშა.
მატჩის ოქმი და შემადგენობა: https://bit.ly/3Lrmm8X
ხორვატიაში კი სტარტი 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდმა აიღო. პირველ მატჩში ახალგაზრდა ჯვაროსნებს მეტოქეობა რუმინეთმა გაუწია და 5-1 იმარჯვა. ერთადერთი გოლი ვლახების კარში გიორგი აბუაშვილმა ლუკა წულუკიძის გადაცემით გაიტანა. ვასილ მაისურაძის გუნდი მეორე მატჩში 26 მარტს ისლანდიას შეხვდება, რომელმაც თავისმხრივ ხორვატიასთან პაექრობა 1-2 დათმო.
მატჩის ოქმი და შემადგენლობა: https://bit.ly/3uqPqGm