• Geo
  • Eng
23.03.2022
დინამო თბილისი უკრაინის მხარდასაჭერად 10 000 ლარს გადარიცხავს
დინამო თბილისმა უკრაინის მხარდასაჭერად კიდევ ერთი აქტივობა განახორციელა. თბილისური კლუბი ჩვენი მეგობარი ქვეყნის დახმარების ფონდში 10 000 ლარს გადარიცხავს. აღნიშნული თანხის ნაწილი დინამო თბილისი - გორის დილას მატჩის ბილეთების რეალიზაციიდან შეგროვდა, ნაწილის მობილიზება კი, ახლად შექმნილმა #კაპიტნისფონდმა მოახდინა. 
 
აღნიშნულ თემაზე კომენტარი დინამო თბილისის კაპიტანმა გიორგი პაპავამ გააკეთა:
 
გიორგი პაპავა: "თითოეული ჩვენგანი ძალიან განვიცდით უკრაინაში მიმდინარე ომს და გვსურს, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. პირველივე დღიდან სხვადასხვა გზით ვცდილობთ დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და თანადგომა გამოვუცხადოთ მათ. კაპიტნის ფონდი სეზონის დასაწყისში სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანებს დავეხმაროთ, ახლა კი ვფიქრობთ, რომ თითოეული ჩვენგანის დახმარება სწორედ უკრაინას სჭირდება."
 
შეგახსენებთ, რომ ფულადი დახმარების გარდა დინამო თბილისმა რამდენიმე დღის უკან ლვოვში ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა. აღნიშნული ტვირთი უკრაინულ მხარესთან იყო შეთანხმებული და მოიცავდა იმ საყოფაცხოვრებო ნივთებს, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთა ცენტრს სჭირდებოდა. ვრცლად იხილეთ ბმულზე.
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024