• Geo
  • Eng
10.03.2022
დინამო თბილისი #უკრაინისთვის
დინამო თბილისი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას 14 მარტს 20:00 საათზე გორის დილას წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს. თბილისური კლუბის გადაწყვეტილებით აღნიშნულ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვიდან მიღებული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის დახმარების ფონდში. 
 
მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა უკვე შეგიძლიათ ონლაინ - TKT.ge-ზე. ბილეთების ფიზიკური რეალიზაცია კი, 14 მარტს 12:00 საათიდან დინამო არენას სალაროებში მოხდება. დინამო - დილას დაპირისპირების ყველა ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენს.
 
ბილეთების რეალიზაციიდან შემოსულ თანხასთან ერთად, აღნიშნულ სოციალურ აქტივობაში ახლადშექმნილი კაპიტნის ფონდიც ჩაერთვება და უკრაინის დასახმარებლად დამატებით სახსრებს უზრუნველყოფს. 
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024