კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში დინამო თბილისმა საკუთარ მოედანზე ბოლნისის სიონს უმასპინძლა. მატჩი ძლიერი წვიმის ფონზე წარიმართა და დედაქალაქელთა გამარჯვებით, ანგარიშით - 1:0 დასრულდა.
ერთადერთი გოლი მეორე ნახევარში გავიდა, 65-ე წუთზე უსმანე კამარას გადაცემით დმიტრი ანტილევსკიმ ისარგებლა და ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა. აღნიშნული მომენტის შემდეგ დინამოელებს რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი კიდევ ჰქონდათ, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
დინამო თბილისი - სიონის დაპირისპირების ოქმი იხილეთ
ბმულზე.
დინამო თბილისი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ეგიდით მორიგ მატჩს 14 მარტს დინამო არენაზე გორის დილას წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.