დღეს დინამოს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ამხანაგური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ჩვენმა გუნდმა საფეხბურთო კლუბ თელავს უმასპინძლა.
დინამოელები შეხვედრას გადახალისებული შემადგენლობით შეხვდნენ, მოგეხსენებათ ჩვენი გუნდის ფეხბურთელები ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში არიან გამოძახებულნი.
თავად მატჩმა საინტერესოდ და მაღალ ტემპში ჩაიარა. Მასპინძლებს ანგარიშის გახსნა პირველივე ტაიმში შეეძლოთ, თუმცა 32-ე წუთზე სტანისლავ ბილენკის დარტყმული თერთმეტმეტრიანი ლუკა სანიკიძემ მოიგერია. Შეხვედრის მეორე ნახევარში დინამომ შეტევებს უმატა და მატჩის 65-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიშიც გახსნეს. Თორნიკე კირკიტაძის რეიდს საჯარიმოში გადაცემა მოჰყვა, უსმანე კამარამ კი ერთი შეხებით ზუსტად და შედეგიანად ითამაშა 1-0. Შეხვედრაში მეტი აღარაფერი შეცვლილა და დინამომ მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.
Შეგახსენებთ, ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის მატჩს დინამო ლოკომოტივთან 2 აპრილს გამართავს.
დინამო 1-0 თელავი
გოლი: 1-0 კამარა 65’
დინამო: პრიეტო, მალი, ბენიო, იაკობიძე, ბიტოკი, პაპავა, ოსიყმაშვილი, კირკიტაძე, ანტილევსკი, ოსეი, ბილენკი
Შეცვლაზე შევიდნენ: ჯანგიძე, ფაჩულია, ოდიშარია, გაბედავა, კამარა
თელავი: სანიკიძე, მარაქველიძე, თოლორდავა, თევზაძე, ჯიქია, აშორტია, ქანთარია, პავიშიჩი, მახარობლიძე, გოშთელიანი, ქოჩლაძე
Შეცვლაზე შევიდნენ: ბაჩიაშვილი, გიგაშვილი, პარკინაშვილი, ღაღანიძე, ფაცაცია, მუჯირი, ფირანაშვილი