• Geo
  • Eng
29.03.2022
ახალგაზრდულის გამარჯვება ესტონეთთან

დღეს გორში საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ესტონეთის 21 წლამდე ნაკრებს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 4-1 დაამარცხა მეტოქე.

 

მთლიანად მატჩმა ახალგაზრდა ჯვაროსნების უპირატესობით ჩაიარა. შეხვედრის 34-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით ანგარიში ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა გიორგი მოისწრაფიშვილმა გახსნა. 54-ე წუთზე დინამოელთა კომბინაცია - ალექსანდრე კალანდაძის ტექნიკური გადაცემა და გიორგი მოისწრაფიშვილის დუბლი 2-0. მეტოქემ ანგარიშის შემცირება 75-ე წუთზე ალექს ტამის ზუსტი თავურით მოახერხა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს კი ჯერ ბექა დარცმელიამ ანგარიში სოლიდური გახადა 3-1, ხოლო ბოლო წუთზე შოთა შეყილაძემ საფინალო გოლი გაიტანა და საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 4-1 იმარჯვა.

 

რამაზ სვანაძემ აღნიშნული მატჩისთვის დინამოდან 6 ფეხბურთელი - ალექსანდრე კალანდაძე, გიორგი მოისწრაფიშვილი, ლევან ხარაბაძე, გიორგი მაისურაძე, ლუკა კუტალაძე და ნოდარ ლომინაძე მიიწვია.

 

შემადგენლობა და მატჩის ოქმი - nakrebi.ge/ka/team/u21/game/5922-u21-est

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024