• Geo
  • Eng
29.03.2022
19 წლამდელებმა ელიტ რაუნდი გამარჯვებით დაასრულეს

საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში გამოსვლა ხორვატიასთან გამარჯვებით დაასრულა.

 

დღეს გიორგი მაისურაძის გუნდი მასპინძელ - ხორვატიას დაუპირისპირდა და 77-ე წუთზე გიზო მამაგეიშვილის მიერ გატანილი გოლით 1-0 დაამარცხა მეტოქე. ახალგაზრდა ჯვაროსნებმა 4 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი დაიკავეს. შეგახსენებთ, რომ 26 მარტს ისლანდიასთან დასანანი ფრე 1-1 ვითამაშეთ, ხოლო პირველი ტურის მატჩი რუმინეთთან 1-5 დავთმეთ. სწორედ რუმინეთის 19 წლამდე გუნდი გახდა ელიტ რაუნდის მე-4 ჯგუფის გამარჯვებული და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მფლობელი.

შემადგენლობა და მატჩის ოქმი - https://nakrebi.ge/ka/team/men-u19/game/5836

 

ელიტ რაუნდში დინამოდან 13 ფეხბურთელი გახლდათ მიწვეული:

 

მეკარე: მიხეილ მაქაცარია

მცველები: თორნიკე დუნდუა, საბა ხვადაგიანი, ნიკოლოზ უგრეხელიძე, მუხრან ბაგრატიონი, დავით გოგოტიშვილი, ლუკა ლაცაბიძე

ნახევარმცველები: დიმიტრი ღურწკაია, თემურ გოგნაძე, ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი, ნიკა სიხარულაშვილი, გიორგი გვიშიანი

თავდამსხმელი: ჯადული იობაშვილი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024