• Geo
  • Eng
18.03.2022
ჯადული იობაშვილმა კონტრაქტი გაახანგრძლივა
დინამო თბილისმა ჩვენი აკადემიის კიდევ ერთ აღზრდილთან, 18 წლის ჯადული იობაშვილთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაფორმდა.
 
​ჯადული იობაშვილი დინამოს აკადემიის აღზრდილია და კლუბი სტრუქტურაში თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში უასპარეზია. ძირითად გუნდში მისი დებიუტი 2021 წლის სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 36-ე ტურის მატჩში თბილისის ლოკომოტივის წინააღმდეგ შედგა.
 
რაც შეეხება ახალგაზრდა თავდამსხმელის სანაკრები კარიერას, ჯადული იობაშვილს საქართველი 17-წლამდე და 19-წლამდე ნაკრებების შემადგენლობაში 8-8 მატჩი აქვს გამართული და ორივე გუნდის შემადგენლობაში თითო გოლის გატანა მოახერხა.
 
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში იობაშვილი საქართველოს 19-წლამდე ნაკრებთან ერთად ევრო 2022-ის ელიტ რაუნდში იასპარეზებს. 
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024