• Geo
  • Eng
17.05.2014
დინამომ ჩემპიონობა იზეიმა

დღეს დინამო არენაზე საქართველოს XXV ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი გაიმართა. ჩემპიონებმა გათამაშების ბოლო შეხვედრაში რუსთავის მეტალურგს უმასპინძლეს და მეტოქე 2:0 დაამარცხეს.

მატჩის პირველი ნახევარი საშუალო ტემპში და დინამოელთა უპირატესობით წარიმართა. ტაიმის შუაში, მე- 19 წუთზე კვირკველიას მარჯვენა ფრთიდან მეტოქის საჯარიმოში ჩაწოდებულს, ჩისკო ზუსტი თაურით გამოეხმაურა და ანგარიშიც გაიხსნა. პირველ ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა.

შესვენებისას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა- ზვიად სიჭინავამ და დინამო თბილისის პრეზიდენტმა- რომან ფიფიამ დუბლშემადგენლობათა გათამაშების ჩემპიონი- დინამოს დუბლები, ოქროს მედლებით დააჯილდოვეს.

მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს, თუმცა 58- ე წუთზე ჩისკომ მეორედ აიღო კოკა სეფიაშვილის კარი - 2:0. აღსანიშნავია, რომ სტუმართა მეკარემ გველესიანის და რეხვიაშვილის ურთულესი დარტყმები მოიგერია. მეორე გოლის შემდეგ მატჩი უფრო მშვიდ რითმში გადავიდა და საბოლოოდ 2:0 დასრულდა.

ჩისკო მუნიოსი 19 გატანილი გოლით 25- ე პირველობის ბომბარდირი გახდა. ასევე აღსანიშნავია, რომ დინამოელი ბუდუ ზივზივაძე პირველი ლიგის გათამაშების ბომბარდირი გახდა 23 გოლით.

მატჩის შემდეგ გაიმართა ჩემპიონის დაჯოლდოების საზეიმო ცერემონიალი. დინამოელებს საჩემპიონო თასი და ოქროს მედლები გადაეცათ. დინამოელებმა და კლუბის პრეზიდენტმა, ერთგულ გულშემატკივრებთან, გლადიატორებთან ერთად აღნიშნეს მე- 15 წარმატება.

დინამო  2:0  მეტალურგი

გოლი:  1:0 ჩისკო 19’  2:0 ჩისკო 58’ 

დინამო: ლორია, ხურცილავა, გველესიანი, ხიდეშელი (რეხვიაშვილი 74), კვირკველია, პაპავა, ძარია (ცინცაძე 46), გოგა (პაპუნაშვილი 46), ჩისკო, მერებაშვილი, მარცვალაძე

მეტალურგი: სეფიაშვილი, მახვილაძე, გოგინაშვილი (გოცაძე 80), საჯაია, კაკაშვილი (გ. კილასონია), ექვთიმიშვილი, ცნობილაძე (კიტეიშვილი 62), ვ. კილასონია, დობროვოლსკი, სეთურიძე, ქავთარაძე

არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024