• Geo
  • Eng
08.05.2025
ვაწაძის 100, გვილიას სადებიუტო და გამარჯვება თელავთან

დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მატჩი შედგა, რომელშიც დედაქალაქელებმა თელავს უმასპინძლეს.

შეხვედრის დაწყებამდე ჩვენი კლუბის დირექტორმა ზაზა დოლიძემ სიმბოლური საჩუქრით დინამოს ფორვარდი მათე ვაწაძე დააჯილდოვა. ფორვარდმა დედაქალაქური გუნდის მაისურით გუშინ მე-100 მატჩი გამართა ჩემპიონატში.

თავად მატჩი თბილისელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი ტაიმი მთლიანად მათი სათამაშო კონტროლით წარიმართა. შეხვედრაში ანგარიში 27-ე წუთზე გაიხსნა. ვახო სალია მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში შეიჭრა და გადაცემა ცენტრში შესულ ვაკო გვილიას გაუკეთა, მათე ვაწაძემ ბურთი გაატარა და გვილოს სადებიუტო გოლი დინამოს ფორმით 1-0. მეორე გოლი დინამოელებმა ასევე ლამაზი კომბინაციით გაიტანეს, ცოტნე ბერელიძის გამჭოლი პასი კი თორნიკე მორჩილაძემ მარჯვენა ფრთაზე მიიღო, შეიჭრა საჯარიმოში და მეორედ აიღო კახელთა კარი. მანამდე სტუმრებს ჰქონდათ მწვავე მომენტი, თელაველებმა სახიფათოდ შეასრულეს საჯარიმო დარტყმა, რომელიც სტეფან სიკაჩმა მოიგერია. ტაიმის დამატებულ წუთებზე თელაველთა შეტევისას საბა ხვადაგიანი ცდილობდა ბურთის ჩაჭრას, მომენტი კი ავტოგოლით დასრულდა 2-1. მეორე ტაიმში ტერიტორიული უპირატესობა სტუმრებმა მოიპოვეს, თუმცა რეალურ სახიფატო მომენტამდე საქმე არ მისულა და მატჩი დინამოელთა გამარჯვებით 2-1 დასრულა.

მომდევნო შეხვედრას ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 12 მაისს, მიხეილ მესხი 2-ზე, გარეჯის წინააღმდეგ გამართავს.

 

მატჩის ოქმი

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025