• Geo
  • Eng
28.03.2025
გამარჯვება სადებიუტო გოლით

დინამომ ეროვნული ლიგის მე-5 ტურში საგარეჯოს გარეჯს უმასპინძლა. ეს გუნდები ოფიციალურ მატჩებში პირველად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მოგეხსენებათ კახური გუნდი არსებობის ისტორიაში ქართულ საფეხბურთო ელიტაში წელს სადებიუტო სეზონს ატარებს.

 

მატჩი დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს, რამდენიმე სახიფათო შეტევის შემდეგ კი ანგარიშიც გახსნეს. მათე ვაწაძის აქტიურობას, შედეგიანი დარტყმა ოთარ აფციაურმა მიაყოლა და დინამოს ფორმით სადებიუტო გოლიც გაიტანა. პირველ ტაიმში დედაქალაქელებს კიდევ რამდენჯერმე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, თუმცა როგორც შემდეგში გამოჩნდა - აფციაურის სადებიუტო გოლი ამ შეხვედრაში ერთადერთი აღმოჩნდა. მეორე ტაიმში სტუმრები უფრო გააქტიურდნენ, თუმცა თუ არ ჩავთვლით ერთ საკმაოდ სახიფათო მომენტს, როდესაც მიხეილ მაქაცარიამ ნახტომში უკუაგდო ბურთი, რეალურ ხიფათამდე საქმე არც მისულა და დინამომ მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

 

შემდეგ შეხვედრას ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი ბათუმში ჩაატარებს. 1 აპრილს პირველი ტურის გადადებულ მატჩში, ადგილობრივი დინამო თბილისელებს უმასპინძლებს.

 

მატჩის ოქმი

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025