• Geo
  • Eng
03.04.2022
19 წლამდელებმა ჩემპიონატი გამარჯვებით განაახლეს

თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი 19 წლამდე ფეხბურთელთა შორის ოფიციალურად განახლდა. დღეს დინამოელებმა, რომლებიც პანდემიის გამო შეწყვეტილი ტურნირის ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებოდნენ, მე-15 ტურის შეხვედრა გაგრასთან გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით 7-1 დაამარცხა.

 

მატჩი მთლიანად დედაქალაქელთა უპირატესობით წარიმართა, გოლები კი ცხოვრებაშვილმა, კობახიძემ, ფეიქრიშვილმა, ღურწკაიამ, აღდგომელაშვილმა და გეგიაძემ (2) გაიტანეს. მომდევნო მატჩს დინამოელები 10 აპრილს გამართავენ და აკადემიის მოედანზე ზუგდიდის დინამოს მიიღებენ.

 

ვალერი გაგუას გუნდი 15 ტურის შემდეგ დაგროვილი 43 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევრებს - ლოკომოტივსა და საბურთალოს 14 ქულით უსწრებს.

 

U19  გაგრა 1-7 დინამო

 

U19 დინამო: მაქაცარია, გოგნაძე, ბაგრატიონი, მორჩილაძე, კვერენჩხილაძე, ცხოვრებაშვილი, გეგიაძე, კობახიძე, თოფურია, თოდუა, ღურწკაია

სათადარიგო სკამი: საური, დათუაშვილი, ახალკაცი, ფეიქრიშვილი, ხუტიაშვილი, აღდგომელაშვილი, ფარესაშვილი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024