• Geo
  • Eng
21.07.2013
ებ/სტრეიმური – დინამოს შეხვედრას უელსელი მსაჯები მოემსახურებიან

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას, რომელსაც დინამოელები ტორსჰავნში, ებ/სტრეიმურის წინააღმდეგ გამართავენ, სიმონ ევანსი განსჯის. უელსელ მსაჯს თანამემამულე ედვარდ კინგი და დანიელ ბეკეტი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი ასევე უელსელი – რიჩარდ ჰარინგტონი იქნება.

 

მატჩის დელეგატი: ბ. ტოდოროვი (ბულგარეთი)

მსაჯთა დამკვირვებელი: ვ. მელნიჩუკი (უკრაინა)

 

აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდის მონაწილეობით სიმონ ევანსმა 2011 წლის 18 აგვისტოს ათენში გამართული აეკი 1:0 დინამო იმსაჯა. სადაც შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს 9 ყვითელი ბარათი (აეკი – 6 / დინამო – 3) უჩვენა.

 

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, სიმონ ევანსის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

 

სიმონ ევანსი

დაბადების თარიღი: 1975 წლის 13 ოქტომბერი

===========================================

 

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი – 2 თამაში / 11 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი – 1 თამაში / 2 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

 

უეფა. ჩემპიონთა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 9 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

უეფა. ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 13 თამაში / 50 ყვითელი / 2 წითელი / 0 პენალტი
 

უეფა. ევროპა ლიგა. ჯფური ეტაპი – 4 თამაში / 23 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი


უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19. საკვალიფიკაციო ეტაპი – 3 თამაში / 19 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი – 1 თამაში / 2 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024